გიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურება

news
: news იანვარი 5, 2015 14:18

გიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურება

მნიშვნელოვანი

  • „ტერმინი ქაღალდზე შესრულებული ბიუჯეტი არ მესმის,“ - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს. კაკაურიძე ფიქრობს რომ ბიუჯეტი 100 პროცენტითაა შესრულებული.

სხვა სტატიები

„ტერმინი ქაღალდზე შესრულებული ბიუჯეტი არ მესმის,“ – ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს. კაკაურიძე ფიქრობს რომ ბიუჯეტი 100 პროცენტითაა შესრულებული.

„ვერ ვიტყვი, რას გულისხმობენ ქაღალდზე შესრულებულ ბიუჯეტში, მსგავსი ტერმინი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და, მით უმეტეს, არც საქართველოში. შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც შეეხება გადასახდელებს, ამ კუთხით ათვისება არის ყველაზე მაღალი 2014 წლის განმავლობაში, ეს არის 98.8 პროცენტი. ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც დაგეგმილი იყო, დიდი ნაწილი შესრულებულია,” – აცხადებს კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გასულ წელს დაწყებული პროექტები ახალ პროექტებთან ერთად 2015 წელსაც გაგრძელდება.

„2015 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, ვიდრე იყო 2014 წელი,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

news
: news იანვარი 5, 2015 14:18

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics