გიორგი ვოლსკი: ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის

news
ავტ.: news აპრილი 30, 2015 14:53

გიორგი ვოლსკი: ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის

“ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიაა, საქართველოში იყოს არასტაბილური ვითარება, რომ არც ტურისტი და არც ბიზნესმენი საქართველოთი არ დაინტერესდეს , – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობის საკანონმდებლო პროექტზე მსჯელობენ.
როგორც ვოლსკიმ ოპოზიციონერი კოლეგების საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის.
“ჩვენ მთავრობას ძალიან ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ და მოვითხოვოთ მისგან ანგარიში იმ გეგმის შესრულების თაობაზე, რომელიც ვიცე-პრემიერმა და მინისტრებმა საპარლამენტო კომიტეტებში ახლახანს წარადგინეს. ამაზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება, როცა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოვუსმეთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

news
ავტ.: news აპრილი 30, 2015 14:53