გიორგი ვაშაძე: პარლამენტი უბრალოდ ყველაფერს “გაუპრავებს” ხელისუფლებას”

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 19:36

გიორგი ვაშაძე: პარლამენტი უბრალოდ ყველაფერს “გაუპრავებს” ხელისუფლებას”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტმა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

როგორც ვაშაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი დემოკრატიული ღირებულებების გარანტი უნდა იყოს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა დეპუტატმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.

“პარლამენტი უნდა იყოს დემოკრატიული ღირებულებების გარანტი, არის ბევრი კითხვის ნიშანი, თვითონ ამ გადაწყვეტილებაში არის უკანონო მოქმედება ხელისუფლების და სასამართლოს მხრიდან. ასევე, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომელმაც უბრალოდ არ დაარეგისტრირა მოთხოვნა. ან პარლამენტი ამ საქმეზე საკუთარ პოზიციას აყალიბებს ან ირჩევს პოზიციას, რომ უბრალოდ, “გაუპრავებს” ყველაფერს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ან ჩვენ მართლაც ვიცავთ ერთად დემოკრატიულ ღირებულებებს, ან ვემიჯნებით ამ პროცესს. არცერთ პარლამენტის წევრს, პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, რომ დისტანციიდან უყუროს ამ ყველაფერს. მიზანშეწონილია, რომ ჩვენ, ჩვენი კონკრეტული პოზიცია დავაფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამ პროცესებიდან დისტანცირებას გააკეთებთ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით იმას, რაც დღეს ხდება”,-განაცხადა ვაშაძემ.

 

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 19:36