გიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ასეთი ბოღმის და შურისძიების შემცველი განცხადებები

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 16:12

გიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ასეთი ბოღმის და შურისძიების შემცველი განცხადებები

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” უპასუხეს. წულუკიანმა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ის სამართლებრივი გზები განმარტა, თუ როგორ მოხდება მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმება.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძისთვის გაუგებარია, ქართველების საზღვრებს გარეთ წარმატება რატომ იწვევს შურს და ბოღმას საქართველოს ხელისუფლებაში.

“ორადორი ქვეყანაა და ორადორი მთავრობაა მსოფლიოში, რომელსაც არ უხარია საქართველოს წარმატებები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ქართული გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები. ეს არის რუსეთის და საქართველოს მთავრობა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ასეთი ბოღმის და შურისძიების შემცველი განცხადებები, ნაცვლად იმისა, რომ მართლაც უხაროდეთ წარმატებები ქართველი ექსპერტების, სპეციალისტების საქართველოს ფარგლებს გარეთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 16:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics