გიორგი ვაშაძე არ ადასტურებს, რომ დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

news
: news თებერვალი 14, 2015 16:13

გიორგი ვაშაძე არ ადასტურებს, რომ დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

მნიშვნელოვანი

  • "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ცნობით, რომელიც ამ დროისთვის კიევში იმყოფება, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არჩეული არ არის და ამასთან დაკავშირებით საკონკურსო პროცესი და პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ცნობით, რომელიც ამ დროისთვის კიევში იმყოფება, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არჩეული არ არის და ამასთან დაკავშირებით საკონკურსო პროცესი და პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დეპუტატ დავით საყვარელიძეს განაცხადი შეტანილი აქვს, თუმცა საკონკურსო კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და კონკრეტული კანდიდატები შერჩეული არ არის.
მისივე განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეტანილი აქვს 175 კანდიდატს, რომელთაგან კომისიამ უნდა შეარჩიოს 3 და აქედან ერთი პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.
მანამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი კოლეგა დავით საყვარელიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე უკვე დანიშნულია.

news
: news თებერვალი 14, 2015 16:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics