გიორგი გახარია საბანკო ზედამხედველობის სამსახურის კანონპროექტზე ბიზნესმენების არგუმენტებს მოისმენს

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 15:12

გიორგი გახარია საბანკო ზედამხედველობის სამსახურის კანონპროექტზე ბიზნესმენების არგუმენტებს მოისმენს

მნიშვნელოვანი

  • იზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენების არგუმენტების მოსმენას გეგმავს.

სხვა სტატიები

იზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენების არგუმენტების მოსმენას გეგმავს.
ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, სადაც ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.
“ჩემი პოზიცია რომ გითხრათ, პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ ბიზნესის პოზიცია, რა არგუმენტები არსებობს და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბოთ პოზიცია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პროცესი. არის ინიციატივა, რომელსაც გააჩნია თავისი არგუმენტები, არის ბიზნესის პოზიცია და ამიტომ ვიკრიბებით, რომ ვნახოთ რამდენად მისაღებია ერთმანეთისთვის ამ პოზიციების დაახლოება და რა პერსპექტივა არსებობს”, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე ბიზნესასოციაციებმა უკვე გააკეთეს განცხადება, სადაც მათ აღნიშნული ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ის აქ იმიტომ იმყოფება, რომ ამ პოზიციის არგუმენტაცია და დეტალები მოისმინოს.
“არის საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივა, არის ბიზნესის პოზიცია. მე, როგორც ბიზნესომბუდსმენმა მინდა ბინზესთან ერთად მათი არგუმენტები მოვისმინო და შემდგომ პოზიცია ჩამოვაყალიბო”, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შეხვედრა კანონპროექტის ავტორებთან და მოისმინა თუ არა მათი არგუმენტაცია, გახარიამ აღნიშნა, რომ ჯერ შეხვედრა არ ჰქონია და მისთვის მთავარია ბიზნესის პოზიცია გაიგოს. კითხვაზე, თუ ხედავს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში საბანკო ზედამხედველობის კუთხით რაიმე ხარვეზს, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს მისი თემა არ არის.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის სწორი თვითონ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების და პირველ რიგში ეროვნული ვალუტის კურსის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირება. ეს არ არის სწორი, ეს ვნებს როგორც ეკონომიკას, ასევე ბიზნესს”, – განაცხადა გახარიამ.
კანონპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიციატორები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 15:12

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics