გიორგი გაბაშვილი: მოვუწოდებთ ივანიშვილს, ყურად იღოს ევროპარლამენტართა განცხადება და მსხერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ინტერესს საქართველოს მომავალს

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 12:56

გიორგი გაბაშვილი: მოვუწოდებთ ივანიშვილს, ყურად იღოს ევროპარლამენტართა განცხადება და მსხერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ინტერესს საქართველოს მომავალს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი გაბაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი შეფასებები, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნას შეეხებოდა, უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის დემოკრატიის წინსვლისთვის, ასევე ევროპული მომავლისთვის.
„ცივილიზებული სამყაროს ლიდერების დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან მიმართებაში, სულ უფრო მკაფიო ხდება. სულ უფრო მეტი უმაღლესი დონის ფიგურა, თუ ინსტიტუტი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დევნას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი ზიანი მოაქვს.

საყურადღებო და მკვეთრი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ და დიდი გავლენის მქონე ევროპარლამენტის წევრმა ელმარ ბროკმა.
ასეთი დონის ფიგურა – რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია – პირდაპირ ამბობს, რომ ენმ–ს ლიდერები პოლიტდევნილები არიან და მათ უსწრაფესად უნდა დატოვონ საპატიმროები, რათა საქართველო გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე.
მალე იქნება სტრასბურგის სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის იგნორირებას ივანიშვილი ვეღარ შეძლებს.
მოვუწოდებთ მთავრობას და ივანიშვილს, ყურად იღოს ეს განცხადება და მსხვერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ვიწრო ინტერესს საქართველოს ევროპულ მომავალს“, _ განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ 25 ივლისს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები , ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდნენ და იქ მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდნენ, რის შემდეგაც ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ასეთი ნიშნები გაქრება.

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,189
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics