გიორგი ბარამიძე: ბევრად უფრო ცივილიზებული მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნისას გააკეთა

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 18:04

გიორგი ბარამიძე: ბევრად უფრო ცივილიზებული მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნისას გააკეთა

ვაღიარებ, ბევრად უფრო ცივილიზებული და ჭკვიანური მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ეს ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნის დროს გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ტელეკომპანიისთვის ფინანსური საფუძვლების მონგრევა, მის დახურვას ნიშნავს.
“ვაღიარებ, ბევრად უფრო ცივილიზებული და ჭკვიანური მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ეს ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნის დროს გააკეთა – შედეგი ერთი და იგივე, ცოტა დროში გაწელილი იქნება. “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ტელევიზია ხელისუფლებამ ფინანსურად მოკლა და დახურა. ის, თუ როგორ გააგრძელებენ მუშაობას, მათი მარიფათის საქმეა. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ “რუსთავი 2″ დაუხუროს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე.

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 18:04