გიორგი ალიბეგაშვილი – მთავარი ორიენტირი იქნება, სოციალურად დაუცველები არ დაიჩაგრონ

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 12:57 განახლებულია

გიორგი ალიბეგაშვილი – მთავარი ორიენტირი იქნება, სოციალურად დაუცველები არ დაიჩაგრონ

მნიშვნელოვანი

  • ვაუჩერის გაცემის წესის ცვლილების მთავარი ორიენტირი იქნება, არ დაიჩაგროს ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს დღეს საკრებულოში განუცხადა.

სხვა სტატიები

ვაუჩერის გაცემის წესის ცვლილების მთავარი ორიენტირი იქნება, არ დაიჩაგროს ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს დღეს საკრებულოში განუცხადა.
მისივე თქმით, მერიაში ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს, შემდგომ კი საკრებულოში შევა და მასზე დეპუტატები იმსჯელებენ. გიორგი ალიბეგაშვილმა მედიას მიმართა, ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ და აღნიშნა, რომ საზოგადოება საქმის კურსში იქნება, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი.
“ამ თემაზე დაწყებულია საუბარი, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს თუ ვის ეკუთვნის სუბსიდია – სოციალურად დაუცველებს, გაჭირვებულებს, რათა სახელმწიფომ არ ხარჯოს თანხა იქ, სადაც მას შეუძლია აირიდოს მეტი დაფინანსება. მერიაში მიმდინარეობს ამ თემაზე საუბარი, შემდეგ პროექტი საკრებულოში შემოვა და საკრებულო დეტალურად იმსჯელებს. მთავარი ორიენტირი იქნება არ დაიჩაგროს ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 12:57 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics