გიორგი ადეიშვილის დედამ ჟურნალისტებთან შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

news
ავტ.: news იანვარი 7, 2015 11:37

გიორგი ადეიშვილის დედამ ჟურნალისტებთან შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდის, გიორგი ადეიშვილის დედამ ჟურნალისტებთან შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გიორგი ადეიშვილის დედის, თეა თელიას განცხადებით, გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე მისი შვილი ოთხმა პოლიციელმა სასტიკად სცემა.

“ჩემი შვილი სახლში ბრუნდებოდა როცა მას პოლიციელები დაესხნენ თავს და სასტიკად ცემეს. თუმცა მან გაქცევა მოახერხა და სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში დაიმალა, საიდანაც შემდეგ მეალილოვეების დახმარებით დაგვიკავშირდა. მათი მობილურით დაგვირეკა და სახლში წამოვიყვანეთ. ახლა მას მეტყველება უჭირს ისეა ნაცემი”, – განაცხადა თეა თელიამ.

19 წლის გიორგი ადეიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. იგი ოჯახი გუშინ დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი ადეიშვილის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

news
ავტ.: news იანვარი 7, 2015 11:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics