გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო კომიტეტების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 10:01

გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო კომიტეტების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო კომიტეტების მიერ მხარდაჭერას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვად მიიჩნევს. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ეხება.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის ერთი წლისთავზე, ასოცირების დღის წესრიგი დაირღვა.
“საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება. კანონპროექტის შემუშავებაში არ ყოფილან ჩართულნი ექსპერტები ევროკავშირიდან, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ისევე როგორც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კანონპროექტზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს მსხვილმა ბიზნესასოციაციებმა, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის ექსპერტებმა. სამწუხაროა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის წლისთავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით, წარმოადგენს 2014-2016 წლებში საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის #59 განკარგულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. ვინაიდან, ასოცირების დღის წესრიგში და შემდგომ უკვე მთავრობის განკარგულებაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვა უნდა განხორციელდეს და ევროკავშირის ექსპერტიზით მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილებაზე დაყრდნობით”, – ნათქვამია გიორგი აბაშიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 10:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics