გიორგი აბაშიშვილი: როცა ერთობლივ ქმედებებზე და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით

news
ავტ.: news სექტემბერი 22, 2015 12:34

გიორგი აბაშიშვილი: როცა ერთობლივ ქმედებებზე და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გუშინ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და და ეროვნული ბანკს შორის შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ეროვნული ვალუტის დასტაბილურების საკითხზე გაიმართა. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით.

“მივესალმებით საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის შეხვედრას, ძალიან მნშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო ერთობლივი პასუხისმგებლობის აღებაზე, ერთობლივი ქმედებების დაგეგმვაზე. ყოველთვის, როცა ერთობლივ ქმედებებზე და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 22, 2015 12:34