გივი თარგამაძე მის ხელთ არსებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 14:47

გივი თარგამაძე მის ხელთ არსებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე მის ხელთ არსებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც თარგამაძემ განაცხადა , ეს სტატისტიკა მას "სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ" მიაწოდა.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე მის ხელთ არსებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც თარგამაძემ განაცხადა , ეს სტატისტიკა მას “სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ” მიაწოდა.
“2 მაისს თბილისში, ვაკეში, დააყაჩაღეს “პროკრედიტ ბანკი”; 3 მაისს, შუახევში, ადამიანის მკვლელობისთვის და ორი პირის დაჭრისთვის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირია ბრალდებული; 7 მაისს, სოფელ ყულისყარში, გარდაცვლილი ქალი ამოთხარეს და გაძარცვეს; 13 მაისს, ზესტაფონში, დააყაჩაღეს კოდაკის ოფისი და ლომბარდი; 13 მაისს, სოფელ ოფჩაში, დააყაჩაღეს და წამებით მოკლეს 80 წლის ქალბატონი; 13 მაისს, თბილისში, გლდანში, დააყაჩაღეს “ლიბერთი ბანკი”; 16 მაისს, ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში, დაჭრეს ერთი პირი და მოკლეს ერთი პირი; 17 მაისს, შანიძის ქუჩაზე, დააყაჩაღეს ლომბარდი; 18 მაისს, რუსთავში, 23 წლის გოგონას გამოჭრეს ყელი; 18 მაისს, თბილისში, მუხიანში, დააყაჩაღეს “საქართველოს ბანკი”; 25 მაისს, გაიტაცეს ბიზნესმენი. გამტაცებლები სოლიდურ თანხას ითხოვენ. ის დღემდე გატაცებულია და შსს ამ ფაქტს მალავს; ოკუპანტების მხრიდან გახშირდა ადამიანების გატაცება; სიღნაღის რაიონში, გაქურდეს “ლიბერთი ბანკის” სწრაფი გადახდის ობიექტები; ქობულეთში, გაქურდეს სწრაფი გადახდის აპარატები; თბილისში დაყაჩაღებულია ბრიტანეთის მოქალაქე; კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან გახშირებულია ბიზნესში ჩარევა; ტოტალური ხასიათი აქვს მსხვილფეხა საქონლის ქურდობას; 25 მაისის შემდეგ, მოკლეს 18 წლის ახალგაზრდა, ცნობილი გინეკოლოგი დაჭრეს”, – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, სპეციალურად ცდილობს, რომ მოახდინოს ხელისუფლებაზე შთაბეჭდილება, რათა შეწყვიტოს ყალბი სტატისტიკის გამოქვეყნება.
“იქნებ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოცნებობს, რომ სამ ნაწილად გაიყოფა ერთადერთი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, დაკავდეს საქმით. პოლიცია არის მთლიანად ჩამოშლილი. ვცხოვრობთ სიტუაციაში, როდესაც პოლიციას აღარ გააჩნია მოტივაცია ებრძოლოს დანაშაულს, რადგან მათი სამუშაო პირობები მკვეთრად გაუარესდა”, – აღნიშნა თარგამაძემ.

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 14:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics