გიგლა ბარამიძე: მოსამართლე ურთმელიძის განცხადება ამორალურია

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 19:08

გიგლა ბარამიძე: მოსამართლე ურთმელიძის განცხადება ამორალურია

“დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძის განცხადება, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის ამორალურია.

“მოსამართლე ურთმელიძის განცხადება, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის ამორალურია, თუმცა ასევე ამორალურია ამასთან დაკავშირებით ნაციონალების აღშფოთება. საქართველოს კანონმდებლობით თუ შვილი და დედა არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ისინი არ ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად, თუმცა აქ მეორე საკითხია გასაოცარი, რა უკვირთ ნაციონალებს? ეს ამორალური ჩასწორება კანონმდებლობაში სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო და დავით ბაქრაძის პარლამენტმა უყარა კენჭი. ამ ცვლილებით მშობლები გაიყვანეს ოჯახის წევრობიდან და ოჯახთან დაკავშირებულებად აქციეს იმ მიზნით, რომ მათი დაჭერის საშუალება მისცემოდათ თანამდებობის პირების, მოსამართლეებისა და ჩინოვნიკების დასშანტაჟებლად, რასაც წარმატებით ანხორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება. დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ნიკა გვარამიას არჩეული მოსამართლე ურთმელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილ ამორალურ კანონებს იცავს”, – აცხადებს ბარამიძე.

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 19:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics