გიგლა აგულაშვილი: პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას

გიგლა აგულაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს. როგორც აგულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის შედეგი და ამაში დაძაბულობის არანაირი ნიშანი არ არსებობს.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს მთავრობას ქვეყნის მართვის კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ყველას გვაწუხებს ლარის კურსთან დაკავშირებით წუხილები, მე ვისურვებდი, რომ მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა სრული მასშტაბით, სწრაფად შედგომოდა მუშაობას, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. ვისურვებდი, რომ მოქალაქეებმა ადეკვატურად შეაფასონ შექმნილი ვითარება და ნუ იფიქრებენ, რომ რაიმე დაძაბულობის ფონი არსებობს.
ვერაფერს პრობლემურს ვერ ვხედავ. კარგია, როცა ქვეყანას ჰყავს ძლიერი ინსტიტუტები და ისინი ჯანსაღ პირობებში ახერხებენ სწორი გზით წაიყვანონ ქვეყანა”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“გაბრაზებულ გადაწყვეტილებად” აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტ პარგველაშვილის გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: პრეზიდენტმა საზოგადოებას და პარლამენტსაც დაანახა, რომ მას აქვს უფლება, ერთი კვირით შეაჩეროს მთავრობის დამტკიცება