გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2015 21:11

გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

მნიშვნელოვანი

  • შეგახსენებთ, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას გადაწყვეტილებაზე ხელი გუშინ უნდა მოეწერა, თუმცა ის პროცესზე არ გამოცხადდა. მიზეზად თავდაპირველად მისი ჯანმრთესლობის მდგომარეობას სახელდებოდა, თუმცა დღეს დღის ბოლოს ტურავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება არ უნდოდა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მასზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა.

სხვა სტატიები

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უგულავამ საკანონმდებლო ორგანოს საქმე ნაწილობრივ მოუგო, სადაც ის პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებდა.საქმე ეხება პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, სადაც უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს, რაც მის წინააღმდეგ უკვე პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული და წინასწარ პატიმრობაში არაკონსტიტუციურად იმყოფება.

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს.

უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც, მისი აზრით, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

მოსარჩელე ასევე პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას  არ წარმოადგენს.

უგულავა ასევე თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულის მიერ პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

 

როგორც უგულავას ადვოკატი აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავა დღეიდან უკანონო პატიმარია და მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება.

 

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2015 21:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics