გიგი უგულავა – ისევ იმ საარჩევნო სისტემით “აბაროტს” ავიღებთ და გავიმარჯვებთ

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 23:33

გიგი უგულავა – ისევ იმ საარჩევნო სისტემით “აბაროტს” ავიღებთ და გავიმარჯვებთ

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილოს ჩამოშორება, რადგან ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

სხვა სტატიები

საქართველოს სჭირდება ბიძინა ივანიშვილოს ჩამოშორება, რადგან ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პატიმრობა მისთვის არ იყო დაკარგული დრო, პირიქით ეს დრო ბევრი ადამიანის აღმოჩენისთვის გამოიყენა.
“ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ადამიანი აღმოვაჩინე. საქართველო სამშვიდობოს გავა!”, – აღნიშნა უგულავამ. მისივე თქმით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. ამ ხელისუფლების დამარცხება კი, მისი თქმით, არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
“არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით “აბაროტს” ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია”, – განაცხადა უგულავამ.

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 23:33