გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

news
: news თებერვალი 26, 2015 15:31 განახლებულია

გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მნიშვნელოვანი

  • თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ღონიაშვილი "სითი-პარკიდან" უკანონო თანხების ლეგალიზაციის საქმეზე, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

სხვა სტატიები

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ღონიაშვილი “სითი-პარკიდან” უკანონო თანხების ლეგალიზაციის საქმეზე, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.
დღეს, პროკურატურამ იმ მოტივით, რომ ღონიაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა სამ მარტს ეწურებოდა, მისი 10-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
მოსამართლე ნინო სანდოძემ კი, ბრალდებული ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გიგი უგულავას პატიმრობის ვადა აპრილში ეწურება, წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, დაცვის მხარემ უკვე დააყენა შუამდგომლობა, უგულავას გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება.
რაც შეეხება საქმის განხილვის მიმდინარეობას, განხილვის ვადად 9 თვეა გათვლილი, თუმცა არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

news
: news თებერვალი 26, 2015 15:31 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics