,,გიგის პატიმრობაში გაჩერება თუნდაც ერთი საათით არის სისხლის სამართლის დანაშაული”

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2015 21:32

,,გიგის პატიმრობაში გაჩერება თუნდაც ერთი საათით არის სისხლის სამართლის დანაშაული”

მნიშვნელოვანი

  • ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას გაითვალისწინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან გიგი უგულავა.

სხვა სტატიები

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას გაითვალისწინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან გიგი უგულავა. დავით ბაქრაძის შეფასებით უგულავა უკვე ანტიკონსტიტუციურ და უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

„ამ გადაწყვტილებამ ცალსახად დაადასტურა, რომ გიგი უგულავა იმყოფება ანტიკონსტიტუციურ პატიმრობაში და ის არის უკანონო პატიმარი. ამ გადაწყვეტილებამ ცალსახად დაადასტურა, რომ უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ამ წუთის მდგომარეობიდან გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან და მისი პატიმრობაში გაჩერება თუნდაც ერთი საათით არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2015 21:32