გიგა ბუკია – მარიხუანას მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 17:29

გიგა ბუკია – მარიხუანას მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის

მნიშვნელოვანი

  • მარიხუანას მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის – "დაბოლდა" ერთხელ და ვერ "გამოვიდა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

მარიხუანას მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის – “დაბოლდა” ერთხელ და ვერ “გამოვიდა”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
შეხვედრა-დისკუსია “კონსერვატორების” ინიციატივით მოეწყო.
როგორც ბუკია აცხადებს, მარიხუანას მოხმარების საკითხი არ იქნება დანახული ამ კუთხით – “ჩემს თავს ვუშავებ, სხვას რა ენაღვლება”.
“რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ძირითადი აზრი, რაც მუსირებს და აქციაზეც გაჟღერდა, არის ის, რომ “ვეწევი, სხვას რა ვუშავებ”. ცდილობენ შექმნან რომანტიული საბურველი, რომ თითქოს მოწევა არის თავისუფალი, ამით არაფერი დანაშაული არ ხდება – ზიანს არ აყენებს არც თავის თავს, არც საზოგადოებას და მათი გადასაწყვეტია. საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში სუიციდის მცდელობაც კი კანონით ისჯება და საუბარიც ზედმეტია, ადამიანმა თქვას, შემიძლია ჩემი სიცოცხლე ხელვყო და რა შუაშია აქ სახელიმწიფო. ასე ვერ არის, რადგან თითოეული ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედება საკუთარ თავზე, თუ საზოგადოებაზე შესაბამის ქმედებებს იწვევს. ჩვენი მხრიდან ასე ვერ იქნება დანახული, როდესაც ანაშას თუ მარიხუანას გაბოლების იქით, ბევრი პრობლემები ხდება. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ხდება ამ ნარკოტიკის სხვა ფორმით გამოყენება – მოხარშვა, მანაგუა – მთელი პროცედურები ტარდება და ეს არის ბევრად უფრო მძიმე ნარკოტიკი, ვიდრე სხვა ქვეყანაში გავრცელებული ნარკოტიკები. ასევე ხდება მათი ქიმიურად დამუშავება – აცეტონით თუ სხვა პროცედურების გამოყენებით”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
დეპუტატის თქმით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ადამიანებს მარიხუანას მოხმარებისთვის “ციხეში ალპობენ”. ბუკიას განმარტებით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარების პირველ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება და პირი 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო ყველა სხვა განმეორებით შემთხვევაში, მომხმარებელი ისჯება “სისხლის სამართლის კოდექსის” წესით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 0-დან 1-წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გიგა ბუკიამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა და მეზობელი სახელმწიფოების გამოცდილებაზე ისაუბრა, წარმოადგინა მათი კანონმდებლობა, რომელთა მიხედვითაც, ნარკოტიკების, მათ შორის კანაფის მოხმარებისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული.

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 17:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics