გიგა ბოკერია – ჩვენ ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით დასრულდება

news
ავტ.: news სექტემბერი 18, 2015 18:58

გიგა ბოკერია – ჩვენ ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით დასრულდება

მნიშვნელოვანი

  • ივანიშვილი ვერასდროს მიაღწევს თავის მიზანს, დღეს, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდება, ჩვენ ყველა მივმართავთ იმ კაცს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ჩვენ ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომელიც დასრულდება ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოშორებით ხელისუფლებიდან

სხვა სტატიები

საქალაქო სასამართლოს ეზოში, გიგი უგულავას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეცვლის იმ მიღწევას, რომელიც გუშინ სრულიად საქართველომ მიიღო.

„გუშინდელი ისტერიკის შემდეგ გაასმაგებული ზეწოლა იყო მოსამართლეზე, რომელსაც პრობლემები აქვს. გუშინდელი გამარჯვება შეეხო ყველას. ამ გამარჯვებას საქართველოს ვერავინ წაართმევს, ის, რაც დღეს აქ მოხდება, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის. ივანიშვილი ვერასდროს მიაღწევს თავის მიზანს, დღეს, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდება, ჩვენ ყველა მივმართავთ იმ კაცს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ჩვენ ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომელიც დასრულდება ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოშორებით ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდებზე გიგი უგულავას პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ არის გასული. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ის გადაწყვეტილებას.

სასამართლოს ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რჩებიან, უგულავამ კი, ამ დროისთვის ტერიტორია უკვე დატოვა.

news
ავტ.: news სექტემბერი 18, 2015 18:58

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics