გიგა ბოკერია: ეს იყო დარტყმა ევროპულ ღირებულებებზე

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 19:43

გიგა ბოკერია: ეს იყო დარტყმა ევროპულ ღირებულებებზე

„ეს იყო დარტყმა ევროპულ ღირებულებებზე,“ – ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერია „კურიერის“ პირდაპირ ეთერში საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ბრძოლა ტერორიზმთან უნდა მოხდეს ერთიანი ძალით. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის თქმით, ტერორისტებმა დარტყმა მიიტანეს ევროპაზე, ევრუპულ ცხოვრებაზე, იდეალებზე, რომლებიც საუკუნების მანძილზე იქმნებოდა.

გიგა ბოკერიას აზრით, საფრანგეთმა და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ეს მოვლენები გადავიდეს რელიგიური დაპირისპირების ფაზაში.

„მე არ მაქვს არანაირი უფლება ევროპელ ლიდერებს ვასწავლო და მივუთითო, მაგრამ ვთვლი, რომ არ უნდა მოხდეს რელიგიური შუღლის ჩამოვარდნა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 19:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics