გია ხუხაშვილი: პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი განცხადება გააკეთა, პრემიერმა კი უცნაური

news
: news ოქტომბერი 23, 2015 15:05

გია ხუხაშვილი: პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი განცხადება გააკეთა, პრემიერმა კი უცნაური

პრეზიდენტის განცხადება დღეს გია ხუხაშვილმა შეაფასა. ექსპერტი მიიჩნევს რომ მარგველაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით,

„პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი განცხადება გააკეთა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი კონსტიტუციური მოვალეობა, რომ იქმნება კონსტიტუციური სივრციდან გასვლის რისკი, მან კონსტიტუციურ ფარგლებში ყველაფრის დაბრუნება უზრუნველყოს,”-განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი პრემიერმინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და უცნაური უწოდა.

“რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური განცხადებები პრემიერის მხრიდან, როდესაც ის აცხადებდა, რომ ეს ხალხი მარტო ხელისუფლებისგან კი არ მიიღებს პასუხს, აგრეთვე ხალხისგანაც. ფაქტობრივად, მან ხალხის მხრიდან თავისივე თანამოქალაქეების მიმართ ლინჩის წესით ანგარიშსწორება დაანონსა,”-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

news
: news ოქტომბერი 23, 2015 15:05

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics