გია ცაგარეიშვილი: ჩემს მემკივდრეს ვუტოვებ წელში გამართულ კომიტეტს

news
: news თებერვალი 23, 2015 13:49

გია ცაგარეიშვილი: ჩემს მემკივდრეს ვუტოვებ წელში გამართულ კომიტეტს

ჩემს მემკვიდრეს ვუტოვებ წელში გამართულ კომიტეტს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადამდგარმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. დეპუტატმა პარტიის ოფისში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრ ვიქტორ დოლიძესთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
გია ცაგარეიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ორი წლისა და ოთხი თვის მანძილზე საქართველოს პარლამენტში მათთან თანამშრომლობდა. განსაკუთრებული მადლობა კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს მოახსენა.

“ჩვენ ყველამ ერთად უამრავი რამ გავაკეთეთ, რომ ეს სფერო პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხზე დაგვეყენებინა. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ეს შევძელით. ამ პერიოდის მანძილზე იყო უამრავი გამოწვევა. მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია ამ სფეროში კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი. ეს სავარაუდოდ, ჩემმა მემკივდრემ უნდა გააკეთოს. მას ვუტოვებ წელში გამართულ კომიტეტს. კომიტეტს, რომელიც ორიენტირებულია საქმეზე, ორიენტირებულია ამ სფეროში რეფორმების გაგრძელერბაზე. ნებისმიერ ადამიანს ვინც უნდა იყოს ჩემი მემკვიდრე, მინდა წარმატება ვუსურვო. წარმატებებს ვუსურვებ ასევე ჩემს თანამშრომლებს”, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, თანამდებობების დატოვების შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ შეიძლება მორალთან და ზნეობასთან წახვიდე კომპრომისში.

“ჩვენი გადადგომა პოლიტიკური აქტია. იქნებ ეს პოლიტიკური აქტი მაინც იყოს ბევრისთვის სწორედ მორალური მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი პოლიტიკაში. ღმერთმა ქნას, ადამიანები გამოფხიზლდენენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უმრავლესობას ვგულისხმობ, დღევანდელ მმართველ ძალას საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში. ისინი ერთხელ გაურიგდნენ თავიანთ თავს, როცა მიიღეს ზურაბ აბაშიძის ყოვლად სამარცხვინო გადაყენების გადაწყვეტილება. ემზადებოდნენ შემდეგი აქტისთვის. ეს ვერანაირად ვერ მოხდება, ამიტომ ჩვენ მივიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება, ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიუტუაციიდან. მივმართავ ჩემს კოლეგებს პარლამენტში, თქვენ შეგიმსუბუქეთ ერთგვარად ეს მორალური ტვირთი და მოგეცით კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანმა იმუშაოს, საქმე აკეთოს, იღვაწოს პოლიტიკაში და არ იყოს ჩამოკიდებული პრივილეგიებს, ხელფასებს, კაბინეტებს, ავტომანქანებს და ა.შ. ისეთ ფუფუნებას, რომელიც თქვენ აგრერიგად შეგიყვარდათ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მობრძანდით”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს. ამის შესახებ ოფიცალური განცხადება პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გაკეთდა.

თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა.

ამასთან, “თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გასულ კვირაში გადააყენეს. ზურაბ აბაშიძე თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე გუბაზ სანიკიძემ შეცვალა.

news
: news თებერვალი 23, 2015 13:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,453
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics