გია უდესიანი ადასტურებს რომ ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფებს ხელძღანელობდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2015 23:44

გია უდესიანი ადასტურებს რომ ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფებს ხელძღანელობდა

giaudes-cr-739x428გია უდესიანი ადასტურებს რომ ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფებს ხელძღანელობდა, რომელიც ეროვნული გვარდიის ბაზაზე იქმნებოდა საიდუმლო ბრძანებით. ” ამ დანაყოფში შედიოდა 400 – 450 კაცი. ყველა იყო ავღანეთ, ერაყ და კოსოვო გავლილი ვეტერანები. ეს კეთდებოდა ძალიან ჩუმად გამომდინარე იქედან, რომ აგრესორი 20 -30 კილომეტრში დგას დედაქალაქიდან. ამ დანაყოფს ჰქონდა თავისი დანიშნულება. ამ დანაყოფს ჰქონდა სერიოზული შეიარაღება, ეს დანაყოფი გადიოდა მომზადებას ერთ-ერთ ბაზაზე, მას ამზადებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორები და უშიშროების ინსტრუქტორები. მეთაური ვიყავი მე. ამ დანაყოფის 80% იყო სამაჩაბლოდან, ყველა სახლკარ დამწვარი, მოტივირებული ღირსეული ქართველი მებრძოლი ვაჟკაცი. მისი ფუნქცია იყო მტრის შემოსვლის დროს ჩვენს საჯარისო ფორმირებებთან ერთად ემოქმედა პარტიზანული ბრძოლებით, ქუჩის ბრძოლებით და დივერსიული საქმიანობა. თქვენ რა გინდოდათ, რომ გამოვსულიყავი და ეს საიდუმლო ინფორმაცია, არა ბატონო ესენი არ არიან ზონდერებიო, მელაპარაკა?” – განაცხადა გია უდესიანმა “პოსტკრიპტუმთან” ინტერვიუში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2015 23:44

Google სტატისტიკა


3,819
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics