გია კობახიძე შვილის გამო პოლიტიკიდან წავიდა

news
: news იანვარი 21, 2015 12:33

გია კობახიძე შვილის გამო პოლიტიკიდან წავიდა

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, გია კობახიძე პოლიტიკიდან წავიდა. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ეს გადაწყვეტილება შვილის , ირაკლი კობახიძის “ქართული ოცნების” პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შესაძლო დაკავებას უკავშირდება.
როგორც კობახიძემ განმარტა, ის პატივს სცემს ადამიანურ ეთიკას, პოლიტიკურ და ყველანაირ ნორმებს და შესაბამისად, მიიღო ეს გადაწყვეტილება.
“მე ძალიან მახარებს ეს გადაწყვეტილება. ჩემი შვილის მიმართ ჯერ არის მხოლოდ შეთავაზება. იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება მე გარკვეული ვალდებულებების წინაშე მაყენებს. ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა იქნება ექსპერტობა, სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე”, – განაცხადა კობახიძემ.

news
: news იანვარი 21, 2015 12:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics