გია თევდორაძე შოთა მურღულიას პასუხობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2015 20:43

გია თევდორაძე შოთა მურხულიას პასუხობსჩემო შოთა! გია თევდორაძის გვერდით დგომა, ან მისთვის მხარდაჭერა სამარცხვინო ფაქტი კი არ არის, უბრალოდ დღეს არსებული კონიუნქტურის წყალობით მედროვეთათვის არის ხიფათის შემცველი! თუმცა მინდა დაგარწმუნო, რომ დროებითია ეს ყველაფერი, ისევე როგორც დროებითი იყო მაშინ, როცა იგივე ადგილას დგომა და იგივე მხარდაჭერაც, გარკვეულ პრივილეგიასთან ასოცირდებოდა იგივე მედროვეთათვის. ხომ გაგიგია; დრონი მეფობენ და არა მეფენი! ამიტომ როდესაც ის დრო მოვა როცა შენთან დგომა და შენთვის მხარდაჭერა გახდება მავანისთვის იგივენაირად ,,არასასურველი წარსული” ან ,,წარსულის შეცდომა”, იმას კი არ გკითხავს ვინმე 2012-ში სად იდექი ან მხარს ვის უჭერდი, არამედ შენი მერობის განმავლობაში რას აკეთებდი, ან არ აკეთებდი. ამიტომ ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ჭორაობას თავი დაანებე და საქმეს მიხედე, რომელიც საკმარისზე მეტი გაქვს, ვერ ხედავ ქალაქის მომავალი დღითი-დღე ხელიდან გეცლება?!–წერს პარლამენტარი  გია თევდორაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში

 

გია თევდორაძე შოთა მურხულიას პასუხობს

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ კატეგორიულად უარყო პარალამეტარ გია თევდორაძესთან პოლიტიკური თანაარსებობა– “გავრცელებული ინფორმაცია 2012 წელს გია თევდორაძის გვერდით ვიდექი ეს არ შეესაბამება სიმართლეს”–აცხადებს მურღულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2015 20:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics