გია ვოლსკი მოქმედი თანამდებობის პირებისგან ლევან გვაზავას უმწიკვლო წარსულზე საუბარს შეცდომად მიიჩნევს

news
: news აგვისტო 31, 2015 13:51

გია ვოლსკი მოქმედი თანამდებობის პირებისგან ლევან გვაზავას უმწიკვლო წარსულზე საუბარს შეცდომად მიიჩნევს

არ შეიძლება, ილაპარაკო იმ ადამიანის უმწიკვლო წარსულზე, რომელიც შენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ სამართალდამცავთა ჯგუფშია, – ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავასთან დაკავშირებით შს მინისტრის ახლანდელი მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
ვოლსკის თქმით, ის ეთანხმება დეპუტატ ლუკა კურტანიძის პათოსს და მიიჩნევს, რომ თანაგრძნობის გამოხატვა ბუნებრივია, თუმცა პოლიტიკური თემის შემოტანა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ვანო მერაბიშვილის მოადგილის უმწიკვლოებაზე გაკეთდა აქცენტი.
“სამწუხაროდ, ტრაგიკულ ფაქტზე ვლაპარაკობთ და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პოზიციები ძალიან ფერმკრთალდდება იმ ოჯახის უბედურებასთან შედარებით. რომელ პოლიტიკურ დებატებზე ვსაუბრობთ, როდესაც ცოცხალი ადამიანი აღარ არსებობს ან მეორემ, ლევან გვაზავამ, წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელობა სცადა და ესეც დიდი ტრაგედიაა ოჯახისთვის. ლუკა კურტანიძეს ვეთანხმები – არ შეიძლება, ამ შემთხვევაში ილაპარაკო ადამიანის უმწიკვლო წარსულსა ან აწმყოზე, როდესაც იმ სამართალდამცავთა თუ ადამიანის უფლებათა დამცავთა ჯგუფშია, რომელსაც პოლიტიკურად უპირისპირდები. ალბათ, მინისტრის მოადგილემაც, მინისტრმაც მომავალში გამოსვლის დროს ხაზი უნდა გაუსვან იმას, რომ ამ შემთხვევაში მათ პოლიტიკურ კრედოს მნიშვნელობა არ აქვს; ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და გულწრფელად უთანაგრძნობენ იმ ადამიანის ოჯახს, რომელსაც წლების განმავლობაში იცნობენ. რამდენად უმწიკვლო იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რამდენად პატიოსანი საქმეებით იყო დაკავებული, ეს მეორე საკითხია. ჩვენ ვცხოვრობთ ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში, სტუმარ-მასპინძლის ავტორის პრინციპებით ვართ გაზრდილი, კიდევ ბევრი სხვა პრინციპი არსებობს, რომელიც სულგრძელობას გვავალებს. აქედან გამომდინარე, ვხედავ რესურსს და საფუძველს განცხადებებისა, რომელიც მინისტრის მოადგილემ და მინისტრმა გააკეთეს, მაგრამ ვფიქრობ, შეცდომაა ის, რომ მაინცდამაინც უმწიკვლოებაზე და პატიოსნებაზე ვისაუბროთ. ადამიანური ფაქტორი ჩვენთვის ყველასთვის ერთია, მაგრამ აქ პოლიტიკური თემის შემოტანა მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილის მოადგილის უმწიკვლოებაზე გაკეთდა განცხადება”, – განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ პრინციპულად წინააღმდეგია, ამ თემაზე კამათი პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიდეს.
ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ლევან გვაზავაა გადაყვანილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხტა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი იმყოფებოდნენ. გამეზარდაშვილის თქმით, “ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო”. ეს განცხადება სოციალურ ქსელში დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ გააკრიტიკა.
“ყველა ტრაგედია, თუ უბედური შემთხვევა მტკივნეულია. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა ოქროყანაში, ადამიანურად მართლაც სამწუხაროა, მით უმეტეს, მათი ოჯახის წევრებისათვის. მაგრამ არ და ვერ გავიგე ზოგი მინისტრის ფორიაქი და საქვეყნოდ პოზიციის დაფიქსირება! უფრო ვერ გავიგებ შს მინისტრის მოადგილის შეფასებას, ვინ იყო და არის პატიოსანი და უმწიკვლო წარსულის?! მერაბიშვილის მოადგილე? ეგებ მერაბიშვილიც უმწიკვლოა და ტყუილად ზის ციხეში?! ამ უაზრო პოზიციების დაფიქსირებისა და შეფასების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია! დანარჩენს კი შიგნით გავარკვევთ! თან აუცილებლად გავარკვევთ! –წერს კურტანიძე.

news
: news აგვისტო 31, 2015 13:51

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics