გია ვოლსკი: აჟიოტატის და სკანდალის ატეხვა ვისი სტილია ვიცით

news
ავტ.: news მარტი 7, 2015 15:04

გია ვოლსკი: აჟიოტატის და სკანდალის ატეხვა ვისი სტილია ვიცით

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი, რომ მთავრობას სამოქმედო გეგმა უნდა წარმოედგინა, საკითხის მიმართ არასწორი მიდგომაა.

ვოლსკის თქმით, ყველა თემაზე რიგგარეშე სხდომების მოწვევა და კომისიების შექმნა უხერხულ მდგომარეობას და ზედმეტ დაძაბულობას ქმნის.

“იყო ლაპარაკი ვადებზე, რომ მთავრობას გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე უნდა წარმოედგინა. ეს საერთოდ არასერიოზული მიდგომა მგონია. გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, ყველა თემაზე კი რიგგარეშე სესიის მოწვევა, კომისიების შექმნა ქართულ საზოგადოებაში გარკვეულ უხერხულ მდგომარეობას და ზედმეტ დაძაბულობას ქმნის. არსებობს მთავრობა, რომელსაც ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს და დაველოდებით რა გეგმას წარმოადგენს. ყველა დაინტერესებულია ამით. აჟიოტატის და სკანდალის ატეხვა ამის გარშემო, ვისი სტილია ვიცით და ყველას მოვუწოდებ ამ სტილს ნუ აყვებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ის დანაპირები შეახსენა, რომლის თანახმადაც მათ 5 მარტისთვის სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა უნდა წარედგინათ. აბაშიშვილმა ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაც არ გამორიცხა.

პრეზიდენტმა მინისტრებთან კრიზისის დაძლევის გეგმის წარდგენაზე, რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ გუნდს დრო დაახლოებით 5 მარტამდე უნდა მიეცეს, რადგან 4 მარტს სავალუტო ფონდის მისია ასრულებს თავის მუშაობას სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით.

news
ავტ.: news მარტი 7, 2015 15:04

Google სტატისტიკა


2,517
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics