გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ფრაქციაში კომუნიკაციის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 13:58

გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ფრაქციაში კომუნიკაციის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ფრაქციაში კომუნიკაციის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი.

სხვა სტატიები

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ფრაქციაში კომუნიკაციის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი.
ამასთან დაკავშირებით ვოლსკი დღეს ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს გამოეხმაურა.
“ფრაქციასთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად იყო. პირადად მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მე ვრჩები პოზიციაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის პარტიული თუ უპარტიო, გავლენისაგან უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა იმყოფებოდეს რაიმე გავლენის ქვეშ, თუმცა ორი აზრი არ არის, რომ შეიძლება ის პარტიას წარმოადგენდეს”, – აცხადებს გია ვოლსკი.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აქვე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ნათელი განმარტებები გაკეთდა თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics