გერმანიის ნაკრები თბილისშია

news
ავტ.: news მარტი 28, 2015 12:48 განახლებულია

გერმანიის ნაკრები თბილისშია

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თბილისშია. გერმანიის ეროვნული ნაკრები თბილისში გუშინ ღამით ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა.

მსოფლიო ჩემპიონებს სასტუმრო რედისონში ქართველი გულშემატკივარები დახვდნენ. გერმანია მესამეა, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების შემდეგ, რომელიც საქართველოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია.

გერმანიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ხვალ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება. დღეს კი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.

news
ავტ.: news მარტი 28, 2015 12:48 განახლებულია

Google სტატისტიკა


4,091
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics