გერმანიის არმია ქვეყანას მიგრანტების მიღებაში ეხმარება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2015 22:53

გერმანიის არმია ქვეყანას მიგრანტების მიღებაში ეხმარება

http://news.liga.net/news/world/6618038-ocherednye_transportnye_samolety_minoborony_rf_prorvalis_v_siriyu.htmექსპერტების აზრით, შაბათ-კვირას გერმანიაში დაახლოებით 40 ათასი მიგრანტი ეწვევა – რაც გასულ კვირას ქვეყანაში შემოსულ დროებით გადაადგილებულ პირებზე ორჯერ მეტია.

მათი უმეტესობა ავტობუსებით და მატარებლით მოდიან ბალკანეთის ქვეყნებიდან და უნგრეთიდან. ბავარიის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მათ საკმარისი რესურსი არ ექნებათ სამომავლოდ, თუკი მიგრანტების ტალღა არ შემცირდა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლტოლვილების მიღების პროცესში დაახლოებით 4 ათასი გერმანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
თავდაცვის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, არმია ტექნიკური და ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის მზად არის.
ლტოლვილების დიდი რიცხვის გამო ბერლინმა გადაწყვიტა დროებით უარი განაცხადოს ევროკავშირის ლტოლვილთა დარეგისტრირების რეგულაციებზე. რეიტერმა გერმანიის სხვა მიწებს მოუწოდა, ძალისხმევა არ დაიშურონ მიგრანტების მისაღებად. მან სკანდალური უწოდა გერმანიის დანარჩენი მიწების გადაწყვეტილებას, ლტოლვილებს არ გამოუწონ თავშესაფარი.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, გერმანიის ფედერალური მთავრობა მალე მიიღებს კანონს, რომლის თანახმადაც ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ და არ იყენებენ უძრავ ქონებას, ჩამოერთმევათ სახლები და ლტოლვილებს გადაეცემათ. ქვემო საქსონიაში, ლუნებურგში უმსხვილესი სარეგისტრაციო ცენტრის გახსნა იგეგმება, სადაც მიგრანტებს მატარებლები ჩამოიყვანს ავსტრიიდან.

დღეს ევროპის რამდენიმე ქვყანაში მიგრანტების მხარდამჭერი აქვია იმართება. პარალელურად მიგრანეტების მიღების საპროტესტო აქციებიც იგეგმება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა სირიის მეზობელ ქვეყნებს 3 მილიარდი ევრო დახმარება გამოუყოს, რომ გადაადგილებული პირების მიღება შეძლონ ქვეყნებმა. მისი თქმით, თურქეთის, იორდანიის და ლიბანის დაფინანსებას პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

გუშინ გამოცხადდა, რომ უნგრეთის მთავრობა დააპატიმრებს ყველას, ვინც უკანონოდ გადაჭრის მის ტერიტორიას.
ვიქტორ ორბანის წინადადებით, ქვეყნებმა ევროკავშრის ბიუჯეტი დამატებით 1%-ით უნდა შეავსონ, რომ გაერთიანებამ იმ ქვეყნების დახმარება შეძლოს, სადაც დროებით გადაადგილებული პირები იმყოფებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2015 22:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics