გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2015 19:13

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურაგერმანიამ შეწყვიტა გამოძიება საქმეზე, რომელიც თითქოსდა აშშ-ს სპეცსამსახუბერის მიერ გერმანიის კანცლერის ანჰელა მერკელის ფარულ სატელეფონო მოსმენენს ეხებოდა.

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა ჰარალდ რანგემ განაცხადა, რომ აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტომ ვერ შეძლო დამაჯერელი მტკიცებულებების წარდგენა, რომ საკუთარი მოქმედებები გაემართლებინათ.
პროკურორის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ «აშშ-ს უშიშროების სააგენტოს მოსმენები სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არ მტკიცდება».
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წელს აშშ-ს სპეცსამსახურის თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა ჟურნალისტებს აცნობა მიყურადების პრაქტიკის შესახებ, რასაც აშშ-ს სააგენტო იყენებს. მისი თქმით, თითქოს სააგენტო უსმენდა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ანჰელა მერკელსაც.
პუბლიკაციამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.
სტატიის გამოქვეყნებისთანავე ანჰელა მერკელმა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაურეკა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ამერიკულმა მხარემ კანცლერი დაამშვიდა, რომ მსგავსი თვალთვალი მასზე არ ხორციელდება და არც აპირებს მომავალშიც აწარმოოს.
გასული წლის 4 ივნისს რანგემ თქვა, რომ «არსებობს საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულება იმისი, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურიდან უცნობი პირები მერკელის მობილურ ტელეფობს უსმენენ». თუმცა, დეკემბერში გაკეთეულ განაცხადებაში მან აღნიშნა, რომ «გამოძიება ძალიან ნელა მიდის და რომ მათ ვერ იპოვეს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რიმ სასამართლოში საქმე მოიგონ.»
გერმანიის პარლამენტი ცალკე გამოძიებას აწარმოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ბუნდესტაგმაც ვერ მოიპოვა საჭირო მტკიცებულებები – წერს გაზეთი «შპიგელი».
სნოუდენმა 2013 წელს გამოაქვეყნა მასალები გლობალურ მოსმენებთან დაკავშირებით. მას თავშესაფარი რუსეთმა მისცა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2015 19:13

Google სტატისტიკა


5,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics