გერმანიაში ისლამის მომხრეების და მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები იმართება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2015 13:45

გერმანიაში ისლამის მომხრეების და მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები იმართება

გერმანიაში ისლამის მომხრეების და მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები იმართებაგერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი და მისი კაბინეტის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დემონსტრაციაში „ღია და ტოლერანტული გერმანიისთვის“, რომელიც საფრანგეთის ტერორისტული აქტის შემდეგ  მუსლიმური სათვისტომოების მოწოდებით გაიმართება.

მსვლელობაზე, რომელიც ბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭესთან გაიმართება დღეს,  ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოსვლასაც ელოდებიან, ასევე გერმანიის პრეზიდენტს იოახიმ ჰაუკს.

მერკელმა ოთხმილიონიან მუსლიმურ სატვისტომოს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ დაგმეს საფრანგეთში მომხდარი ძალადობა.

მერკელმა განაცხადა, რომ „ისლამი გერმანიის ნაწილია“ და თავს „ყველა გერმანელის ლიდერი“ უწოდა.

გერმანიაში აქტიურად მიმდინარეობს დემონსტრაციები ისლამიზაციის წინააღმდეგ. გერმანიის მრავალ ქალაქში ისლამიზაციის მოწინააღმდეგეების და მათი მომხრეების დემონსტრაციებია დაგეგმილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2015 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics