გედევან ფოფხაძე – ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:25 განახლებულია

გედევან ფოფხაძე – ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს

მნიშვნელოვანი

  • უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა, ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს.

სხვა სტატიები

უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა, ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს.
როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციებში საგანგაშო არაფერია.
“ჩვენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელისგან ჯერ ანგარიშს ველოდებით. მოქმედი ხელმძღვანელისგან უნდა მოვისმინოთ ის პოზიციები, რაც არის დაკავშირებული ანგარიშთან. ამიტომ თუ იქნება ეს კონსულტაციები, ალბათ უნდა იყოს ყველა ეტაპზე. ამან ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. თავისთავად კონსულტაციებში ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:25 განახლებულია