გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბიუჯეტის კორექტირებას?

news
: news მაისი 18, 2015 18:25

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია, თუმცა კორექტირება ახლო მომავალში არ მოხდება.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველ გუნდში კონკრეტულ განცხადებებს ვერ აკეთებენ. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრი დეპუტატები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მოხდება დაკვირვება პროცესზე და მეორე კვარტლის შედეგების შეჯამების შედეგად მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

„ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება დავაკვირდეთ პროცესებს და მეორე კვარტლის შესრულებას და როცა გვეცოდინება, როგორი იქნება მეორე კვარტლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი როგორი იქნება ბიუჯეტის შესრულება, ამის შემდეგ უფრო გონივრული იქნება შესწორებული ვარიანტის განხილვა,“ – აცხადებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

მმართველი გუნდის წევრები სავალუტო ფონდის ანგარიშის წარდგენასაც ელოდებიან. მისია საქართველოში 19 მაისს ჩამოვა და ერთი თვე საქართველოში დარჩება.

news
: news მაისი 18, 2015 18:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics