გებელსის არიული რომანი არაარიელთან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 9, 2015 22:15

გებელსის არიული რომანი არაარიელთან

 გებელსის არიული რომანი არაარიელთანკანონები, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ, სრულიად შეესაბამება გერმანელი ხალხის მოთხოვნას დიადი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. მესამე რეიხმა დაარწმუნა მსოფლიო, რომ შესაძლებელი ყოფილა უმუშევრობის პრობლემის დაძლევა და ქვეყნის ეკონომიური განვითარება მცირე მონაკვეთის მანძილზე.დღეს როდესაც თქვენ და ამერიკას კრიზისი გაწუხებთ, გერმანელი მუშები ყოველგვარი საზღაურის გარეშე ატლანტიკის ოკეანეში ისვენებენ. ეს ხომ წახალისებაა? მეტიც, შევძელით და ოქროს რეიხსმარკების ოდენობამ ეროვნულ ბანკში კოლოსალურ თანხას გადააჭარბა. თუ თქვენთან უხარიათ სახლში მისვლა სამსახურის მერე, ჩვენთან პირიქითაა.დრომ დაგვარწმუნა, რომ ებრაელი გერმანელს ართმევდა ქონებას და მონად ექცეოდა. რეალობიდან გამომდინარე ჩვენ შევქმენით გერმანული სახელმწიფო და ფიურერის სიტყვას მოვიშველიებ – ებრაელებს აქვთ უფლება შექმნან სახელმწიფო, ოღონდ არა ევროპაში. ჰებელსის ინტერვიუ to BBC RADIO, 1937

რეალურად ამ სიტყვებმა პროპაგანდის მინისტრს ვერ უშველა. ის როგორც უშუალო ხელმძღვანელი კინოკონცერნ UFA-ს კურირებდა და არცმეტი არცნაკლები ჩეხ მსახიობ ლიდია ბააროვასთან გააბა სასიყვარულო რომანი. ჯერ კიდევ 1934 წელს იმ პერიოდისთვის გებელსმა თამამი ნაბიჯი გადადგა – შესაშური სისწრაფით მიანიჭა რეიხის მოქალაქეობა ჰოლანდიელ მსახიობს და მომღერალს ილზე ვერნერს. რომანი არ შედგა და აქცენტი რეიხსმინისტრმა ჩეხი ლამაზმანის გულის დასაპყრობად აიღო. ეს არ იყო გართობა. წყვილს ერთმანეთი მართლა უყვარდათ.

 გებელსის არიული რომანი არაარიელთან

დოქტორი გებელსი სპეციალური ხაზით გამოძახებულ იქნა ჰიტლერთნ აუდიენციაზე. გულმა უგრძნო რომ კარგი მას არ ელოდა. მას გაახსენდა რამდენიმე წლის ამბავი: შემაერთეთ ფიურერთან, ამაყად თქვა ჰებელსმა. კავშირის მეორე მხარეს ბერგჰოფიდან ჰიტლერი საუბრობდა.- ჩემო ფიურერო, ბერლინში ვიზიტის დროს ფროლაინ მაგდა გაგაცანით. გთხოვთ დამრთოთ ქორწინების ნება. მეტიც, მოხარული ვიქნებით თუ თქვენ მეჯვარეს როლს იტვირთებთ.ფიურერი არც დაფიქრებულა და დათქმულ დროს ბერლინში, გაულაიტერ დოქტორი გებელსის ქორწინების მოწმე გახდა.

რამდენიმე დღით ჰიტლერმა მაგდა გებელსი მიიღო ბერგჰოფში და ყურადღებით მოუსმინა მას. რაც უფრო მეტს საუბრობდა ქალბატონი მით უფრო სახეზე აღელვება ეტყობოდა ფიურერს. ბოლოს თავი ვერ შეიკავა და იყვირა: ემილ! სად ხარ. მორისი სასწრაფოდ კაბინეტში გაჩნდა. სასწრაფოდ ჰაიდრიხი ნახე! პროპაგანდას ქალებში სიარული მოუნდა. მეტიც, მეუღლეს და შვილების მიტოვება სურს. ჰაიდრიხს გადაეცი თუ წინააღმდეგობას გაუწევს გებელსი, დაემუქროს რომელიმე ბანაკით. მინისტრს ავიწყდება რომ ახალგაზრდობაში სტიპენდიას ებრაული ფონდიდან იღებდა. თქვენ კი მაგდა დაწყნარდით. კარგია რომ მითხარით რაც ხდება ოჯახში. ყოველი მინისტრი თუ აქ ქალს გამოეკიდა და ოჯახი დაანგრია, მაშინ თვეში ორჯერ მომიწევს როგორც რეიხსკანცლერს ახალი კაბინეტის შექმნა.

დოქტორ გებელსს, ფიურერი მეხივით დაატყდა თავს. სამი საათის განმავლობაში მინისტრი სკოლის მოსწავლესავით ატუზული იდგა ბუხართან. ბოლოს, როდესაც ჰიტლერი გადაიღალა ჰკითხა თუ რა გეგმები ჰქონდა დასახული მინისტრს. მოულოდნელად გებელსმა წარმოთქვა, რომ ის აპირებდა ოჯახიდან წასვლას და ლიდიასთან ქორწინებას. მეტიც, აშშ-ში ემიგრირება ჰქონდა წყვილს ჩაფიქრებული. ჰიტლერმა სწრაფად დატოვა ოთახი ისე რომ, სიტყვაც არ უთქვამს მისივე კაბინეტის წევრისთვის. ყველაფერი ნათელი იყო. არიული რასის ოჯახური ფენომენი ეჭვქვეშ დგებოდა.

 გებელსის არიული რომანი არაარიელთან

კარლ ჰანკემ პარტიის სპეციალური თათბირი მოიწვია. ის ითხოვდა დოქტორ გებელსის უპირობო გადადგომას მინისტრობიდან. ამონარიდი მისი გამოსვლიდან: ბატონ მინისტრს თუ არ ვცდები ოჯახი ჰყავს. დღეს ის თავის თანამდებობას ბოროტად იყენებს და ჩეხი ბააროვას ცოლად მოყვანა სურს. ფიურერმა ნათლად დაგვისახა სამომავლო მიზნები, არიული სისხლის არევა კატეგორიულ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. ვასრულებ ჩემ გამოსვლას და ვითხოვ დოქტორი გებელსი გადადგეს. წასვლის შემდეგ მას უფლება აქვს იქორწინოს ჩეხ მსახიობზე, ოღონდ რეიხის გარეთ.

გებელსმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ლიდია ბააროვამ რეიხის ტერიტორია დატოვა. კონტრაქტი ჩეხ მსახიობს კინოკონცერნმა UFA-მ გაუწყვიტა. მიუხედავად მინისტრის რანგში დარჩენისა, პროპაგანდის მინისტრი პრესის ფურცლებზე ნაკლებად ჩნდებოდა. სავარაუდოდ, ჰიტლერი მას ჭკუისკენ უხმობდა ამ ნაბიჯით.

გებელსების ოჯახი ბერლინში რეიხსკანცლერ შტრასე 2 -ში ცხოვრობდნენ. სულ რაღაც წელი იყო გასული რაც ჰაიდრიხმა ფიურერის ნებით და ჰანკეს პარტიული გამოსვლით აღკვეთა მინისტრის პარპაში მანდილოსნებთან.ჰიტლერი რამდენიმე დღით ჩაფრინდა ბერლინში. რეიხსკანცელარიას ესტუმრა და თავად დაურეკა მაგდას. ხუმრობა ხომ არ იყო თავად კანცლერი აპირებდა მიუნჰენში გამგზავრებამდე სტუმრობას. ფიურერი ყვავილების თაიგულით და ტკბილეულობით ესტუმრა ჰებელსს. მაგდას დაც იქ იმყოფებოდა. ვაგნერიც შეასრულეს ცოცხლად. დამშვიდობების დრო რომ მოვიდა ჰებელსმა გაცილება გადაწყვიტა სტუმრის. ჰიტლერი წინააღმდეგი წავიდა და მოკლედ უთხრა: იოზეფ, ბევრი ნატრობს ჰყავდეს შენნაირი ოჯახი. მრცხვენია რომ ჩეხ მსახიობში ცვლიდი სიმდიდრეს.

 გებელსის არიული რომანი არაარიელთან

ჩეხი მსახიობის ლიდია ბააროვას მოგონებიდან: ჭორები დადის რომ ვაპირებდი ჩემი და ჩეხი მსახიობის ლიდია ბააროვას მოგონებიდან: ჭორები დადის რომ ვაპირებდი ჩემი და გებელსის ურთიერთობით კარიერა ამეწყო გერმანიაში. სინამდვილე ისაა რომ მე ის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს. იოზეფს რომ გამოეჩინა მეტი პრინციპულობა დღეს გფრ-ს ბუნდესტაგში დელეგატი იქნებოდა.

ქორწინება ბააროვასთან მართალია არ შედგა, თუმცა გებელსს გვერდზე გახედვა საკუთარი თავისთვის არ დაუშლია, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

 

ბექა კვიციანი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 9, 2015 22:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics