გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

news
: news იანვარი 5, 2015 11:08

გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

მნიშვნელოვანი

  • 2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სხვა სტატიები

2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე განმარტებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა.
გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4,1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,8 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,6 პროცენტი);
“ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,6 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,15 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე (6,2 პროცენტი);
ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,1-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-4,4 პროცენტი).
“რიცხვების დამრგვალების გამო ცალკეული ჯგუფების წვლილის ჯამი შესაძლოა არ უდრიდეს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელს”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

news
: news იანვარი 5, 2015 11:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics