გარემოს დაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სოფელ კვირიკეშის მოსახლეობა კომპანია

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახი დაასახელა.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად.

ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა”, – განაცხადა ხოკრიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდმა შეძლო სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა.

ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა. მანამდე ის 2014 წლის აპრილიდან ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 2012 წლიდან 2 წლის განმავლობაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექრტორი. მანამდე კი მუშაობდა ექსპერტად ფონდ ღია საზოაგდოება საქართველოში და გერმანულ საკონსულტაციო კომპანიაში, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამინისტროში. ხელმძღვანელობდა პროექტებს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და პოტსდამის უნივერსიტეტში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში,,ბედკრული საქართველოს შვილების,, შეხვდრა კიევში
შემდეგი სტატიაქართული ოცნება ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდება