გარემოვაჭრეებმა თელავში გზა გადაკეტეს

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 13:00

გარემოვაჭრეებმა თელავში გზა გადაკეტეს

მნიშვნელოვანი

  • მოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა რამდენჯერმე გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დილიდან საპატრულო პოლიციამ მათ გარევაჭრობა აუკრძალა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

სხვა სტატიები

მოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა რამდენჯერმე გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დილიდან საპატრულო პოლიციამ მათ გარევაჭრობა აუკრძალა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

გარემოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს გარევაჭრობა წარმოადგენს და მისი აკრძალვის შემთხვევაში, ათეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება.

ბაზრის მიმდებარე ქუჩა საპატრულო პოლიციამ გახსნა, თუმცა გარემოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებს თელავის მერის მოადგილე შეხვდა, აკა საჩიშვილი მათ ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართს სთავაზობს, რაზეც გარემოვააჭრეები უარს აცხადებენ და აქციების დაწყებას თელავის მერიასთან გეგმავენ.

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 13:00

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics