განო მელითაური: კოტე თოლორდავა კაიფში არ გაპარულა

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 12:36

განო მელითაური: კოტე თოლორდავა კაიფში არ გაპარულა

მნიშვნელოვანი

  • „კოტე თოლორდავა იყო ჩემი მეგობარი, ასევე, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების მეგობარი, ვინც მას და მის შემოქმედებას პატივს სცემდა. თოლორდავა კაიფში არ გაპარულა, ის ინფარქტით გარდაიცვალა. მინდა გაიგოს ყველამ, რომ თავის დროზე, კოტე თოლორდავამ იპოვა ძალა და საკუთარ თავში დაძლია სენი“, - განაცხადა განო მელითაურმა.

სხვა სტატიები

მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაურმა და მისმა მეგობრებმა, ჟურნალისტებს მოზარდმაყურებელთა თეატრში, მოსკოვის სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინეს.

მსახიობის მეგობრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, საზოგადოებამ თოლორდავას გარდაცვალების რეალური მიზეზი იცოდეს და ამით დამთავრდეს საუბრები იმის შესახებ, რომ მსახიობი თითქოს ნარკოტიკული ნივთიერების ზედმეტ დოზას ემსხვერპლა.

როგორც რეჟისორმა ხათუნა მილორავამ „პირWელს“ განუცხადა, თავად შეესწრო ერთ-ერთ ფაქტს, როდესაც კოტე თოლორდავას გულის შეტევა დაემართა.

„ზოგადად, აწუხებდა გული. ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ვთხოვდი, მიექცია ყურადღება. არ მეგონა, თუ ასე სერიოზულად იყო საქმე. სანამ მოსკოვში გაფრინდებოდა, 9 აპრილამდე 2 დღით ადრე ვნახე, რეპეტიციაზე მოვიდა. ქუჩაში შემთხვევით შევხვდი. ცუდად იყო, რაღაც გულის წამლები მქონდა და ის მივეცი. რომ ვუთხარი თავს მიხედე-მეთქი, ხუმრობაში გადამიტანა, როგორც სჩვეოდა ხოლმე“, – განაცხადა მილორავამ, რომელთანაც მსახიობი სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა.

განო მელითაურის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ი.ვ. პლიტკინას 10-გვერდიან დასკვნაში, რომელიც ოჯახმა ერთი კვირის წინ მიიღო, წერია, რომ კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიული ინფარქტია, რამაც გულის მწვავე უკმარისობა გამოიწვია.

როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 1979 წლის 13 მაისს დაბადებული კონსტანტინე თოლორდავას სხეულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი. ასევე, გულის კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია და შიდა ორგანოებში მკვეთრად გამოხატული მწვავე არტერიული სისხლჭარბობა, ფილტვების და ტვინის შეშუპება. სასამართლო ქიმიური გამოკვლევის დროს, გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებულ შინაგანი ორგანოების სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები: კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, კოკაინი და მისი ანალოგები.

„კოტე თოლორდავა იყო ჩემი მეგობარი, ასევე, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების მეგობარი, ვინც მას და მის შემოქმედებას პატივს სცემდა. თოლორდავა კაიფში არ გაპარულა, ის ინფარქტით გარდაიცვალა. მინდა გაიგოს ყველამ, რომ თავის დროზე, კოტე თოლორდავამ იპოვა ძალა და საკუთარ თავში დაძლია სენი“, – განაცხადა განო მელითაურმა.

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 12:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics