განათლების საერთაშორისო ცენტრი მედიატრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსს აცხადებს

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 10:18

განათლების საერთაშორისო ცენტრი მედიატრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსს აცხადებს

მნიშვნელოვანი

  • „საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრი მედიატრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.

სხვა სტატიები

„საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრი მედიატრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მედიატრეინინგი, რომელიც განათლების პოლიტიკის მედია განხილვისა და გაშუქების სპეციფიკას ეხება, ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ, როგორც სემინარის ტიპის ღონისძიებებში, ასევე პრეზენტაციებში განათლების ინტერნაციონალიზაციის, დაგეგმარების, დაფინანსების შეფასების თემებზე. ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები უნგრეთის განათლების სამინისტროში, საერთაშორისო მედიაცენტრში, უნგრეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში, Freedom House-ში, სადაც ტრენინგის მონაწილეები, უცხოელ კოლეგებთან ერთად, განიხილავენ მედიის როლს/გავლენას ევროკავშირის ზოგადი და უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში.

მედიატრენინგის პროგრამაში განაცხადები 2015 წლის 25 სექტემბრიდან, 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე მიიღება. დაინტერესებულ პირებს განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფოციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, მისამართზე – https://app.iec.gov.ge/.

კონკურსის საფუძველზე 24 აპლიკანტი შეირჩევა. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების თანამშრომლებსა და საჯარო საკომუნიკაციო და მასობრივი ინფორმაციის სფეროში მომუშავე აპლიკანტებს.

მედიატრენინგის სამუშაო ენა ინგლისური იქნება. საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს განათლების საერთაშორისო ცენტრი სრულად დააფინანსებს.

ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, ამ ქვეყნების საჯარო სისტემებში ინტერსექტორალური მუშაობის გამოცდილების გაზიარება, ქვეყნის საჯარო სექტორში კადრების გადამზადების ერთ-ერთი მოდულია და ინდივიდუალური გადამზადების პროგრამებთან ერთად, ითვალისწინებს სემინარების, კურსების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და ტრენინგების ორგანიზებას განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის და პოლიტიკის სფეროში.

ტრენინგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში 2015 წლის 14-20 ნოემბერს ჩატარდება.

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 10:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics