გამოძიების ფედერალური ბიურო ავიაკომოანიებს აფრთხილებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 23, 2015 15:05

გამოძიების ფედერალური ბიურო  ავიაკომოანიებს აფრთხილებს

unnamed (5)აშშ-ს ფედერალური ბიურო ოფიციალური გაფრთხილებით გამოვიდა. ისინი ავიაკომოანიებს ჰაკერების შემოტევების შესაძლებლობას ვარაუდობენ.

დოკუმენტი უსაფრთხოების ექსპერტის კრის რობერტსის ტვიტის შემდეგ გამოქვეყნდა, რომელმაც გასულ კვირას გაიხუმრა, რომ შეუძლია კომპანია United Airlines-ის თვითმფრინავის Wi-Fi გატეხოს ბორტზე ყოფნისას.
ექსპერტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ თეორიულად ტერორისტს შეუძლია ელექტრონულ სისტემაზე კონტროლი, თუკი ის საკუთარი თვითმფრინავის ადგილიდან გატეხავს ინტერნეტს.
ავიაკომპანია United Airlines-მა რობერტსს უკვე აუკრძალა თავისი კომპანიით სარგებლობა.
ფედერალურმა ბიურომ და აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების სამმართველომ განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ მონაცემები, რომელიც თვითმფრინავის სანავიგაციო სისტემების გატეხვას დაადასტურებდა, თუმცა, ისინი აღნიშნული საკითხის შესწავლას განაგრძობენ.
ფედერალური ბიურო ავიაკომპანიებს აფრთხილებს:
– ბორტზე მგზავრების საეჭვო აქტიურობები სასწრაფოდ იქნეს გადაცემული.
– გადაცემულ იქნას საეჭვო აქტიურობები, მაგალითად, ქსელის დაზიანების შესახებ.
– გადაცემულ იქნას ყველა სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარა, რომელიც ბორტის ინტერნეტს ეხება.
– გაკონტროლდეს თვითმფრინავის ქსელზე მიერთება.

სირაკუსის აეროპორტში დაშვებისთანავე რობერტსი გამოძიების ფედერელური ბიუროს თანამშრომლებმა დაკითხეს. ამოღებულ იქნა მისი კომპიუტერი და სხვა მოწყობილობები.
რამდნეიმე დღის შემდეგ კი მას უარი უთხრეს კალიფორნიის რეისზე დარეგისტრირებაზე.
რობერტსმა რამდენიმე ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ავიაკომპანიების პოტენციურ სუსტ წერტილებზე ილაპარაკა. მან სიენენში განაცხადა, რომ შეეძლო სავარძლის ქვევით დამონტაჟებულ მულტიმედიურ კომპიუტერთან მიერთება და ნავიგაციის სისტემების და ძრავის მდგომარეობის და თვითმფრინავის საწვავის დანახვა.
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ექსპერტები ავიაკომპანიებს აფრთხილებენ, რომ ჰაკერების მსხვერპლიად გახდომის დიდი ალბათობაა.
ბევრ თვითმფრინავში, მაგალითად Boeing 787, Dreamliner , Airbus А350 და A380, მგზავრები და პილოტები ერთსადაიმავე ინტერნეტის უსადენო ქსელს იყენებენ.
„საშიშროება იმაშია, რომ ჰაკერს, რომელიც თვითმფრინავში ზის, ან სულაც მიწაზეა, შეუძლია ინტერნეტი გამოიყენოს, რომ ავიანიკი გატეხოს და შემდეგ თვითმფრინავის დისტანციური ფრენა განახორციელოს“ – ხსნის უსაფრთხოების ექსპერტი ბრიუს შნაიარი რობერტსთან მომხდარი ინცდენტის შემდეგ საკუთარ ბლოგში.

უსადენო ინტერნეტით სარგებლობა უკვე ბევრ თვითმფრინავშია შესაძლებელი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 23, 2015 15:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics