გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 12:26

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მაღალი 47% თვლის, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში ყველაფრის გათვალისწინებით იგივე დარჩა.

43% მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი პირობები ერთ წელიწადში გაუარესდა, 9% კი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა. 1%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI კვლევის შედეგებს სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ წარადგენს. კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. გამოკითხულია 4 448 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი კი პლუს-მინუს 3%-ია.

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 12:26