გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია

news
ავტ.: news მაისი 11, 2015 14:35

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საერთო ჯამში გამოკითხულთა 80% ეთანხმება აზრს, რომ მოქალაქეებს აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ.

გამოკითხულთა 16% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია.

საერთო ჯამში გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება აქვთ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ და მთავრობის საქმიანობა გააკონტროლონ. გამოკითხულთა 16% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 65% ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა შეზღუდოს ისეთი ენის გამოყენება, რომელიც შესაძლოა, გარკვეული ჯგუფებისთვის შეურაცხმყოფელი იყოს.

გამოკითხული მოსახლეობის 46% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თქვან და დაწერონ ის, რაც სურთ, მიუხედავად იმისა, შეურაცხმყოფელია თუ არა ეს გარკვეული ჯგუფებისთვის.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. NDI-ის გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა 4 360 ადამიანი. კვლევების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%. კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს: ეროვნული საკითხები, ეკონომიკა, ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და მმართველობა, პარლამენტი, საგარეო ურთიერთობები და მედია.

news
ავტ.: news მაისი 11, 2015 14:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics