გამოვიდა კვანტური კომპიუტერი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 16:08

გამოვიდა კვანტური კომპიუტერი

გამოვიდა კვანტური კომპიუტერიკომპანია D-Wave Systems-მა ახალი კვანტური კომპიუტერის D-Wave 2X-ის გამოშვება დააანონსა და თქვა, რომ კვანტური კომპიუტერების პროდუქტიულობა ჩვეულებრივისგან 600-ჯერ მეტია. თუმცა, ყველა ექსპერტი არ ეთანხმება იმას, რომ ასეთი დიდი წარმადობა აქვს კვანტურ კომპიუტერს.

D-Wave 2X მესამე კვანტური კომპიუტერია, რომელიც კომპანიამ შექმნა. მას ათასი კუბიტი აქვს – ორჯერ მეტი, ვიდრე წინა მოდელს. გარდა ამისა, ახალი მოდელი ორჯერ ჩუმია, ვიდრე არსებული. D-Wave 2X მაშინაც მუშაობს, როცა ტემპერატურა 15 მილიკელვინია (ეს 180-ჯერ მეტი სიცივეა, ვიდრე ვარსკვლავთშორის სივრცეში).
ის, კლასიკური კომპიუტერებისგან განსხვავებით 600-ჯერ სწრაფად ხსნის ოპტიმიზაციის ამოცანებს. ინფორმაციის ჩატვირთვასა და ამოტვირთვაში კი ჩვეულებრივ კომპიუტერს 15-ჯერ უსწრებს.
D-Wave Systems კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარეობს, ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც კვანტურ კომპიუტერებს ყიდის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 16:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics