“გამგებლების თავები დაიყრება” – ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 9, 2015 19:12

“გამგებლების თავები დაიყრება” – ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ

“ვერ ვიტყვი, რომ შავლიაშვილი წარმატებული მინისტრია””მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები­ და კომპანიების დახმარება მჭირდება”

რატომ მონაწილეობს რეგიონებში სახელმწიფოს­ მიერ გამოცხადებული ტენდერების საკმაოდ დიდ ნაწილში მხოლოდ ერთი კომპანია და ხომ არ ზრდის ეს კორუფციულ რისკებს საჯარო სტრუქტურაში, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრა” საქართველოს ინფრა­სტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნოდარ­ ჯავახიშვილს ესაუბრა

"ვერ ვიტყვი, რომ შავლიაშვილი წარმატებული მინისტრია" "მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები­ და კომპანიების დახმარება მჭირდება" რატომ მონაწილეობს რეგიონებში სახელმწიფოს­ მიერ გამოცხადებული ტენდერების საკმაოდ დიდ ნაწილში მხოლოდ ერთი კომპანია და ხომ არ ზრდის ეს კორუფციულ რისკებს საჯარო სტრუქტურაში, ამ საკითხებზე საქართველოს ინფრა­სტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნოდარ­ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ: - სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ კანონმდებ­ლობაში არსად არის მითითებული, რომ ჩვენ გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინა­ობით უნდა დავინტერესდეთ. კანონი არც იმას გვავალდებულ­ებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწი­ფო მოხელეების ინტერეს­ები ვიკვლიოთ - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამ­უშაოს ხარისხიანად შესრულებაა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინის­ტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა­ საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს, მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება. - სწორედ ფორმალური მხარის მიღმა ჩნდება­ მწვავე კითხვები. მაგალითად, უკვე ტენდენციად იქცა, რომ რეგიონებში ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ. - გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში­ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს­ არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპ­ანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო... - ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი უწყება საზოგა­დოებაში საკმარისი ნდობით არ სარგებლობს? - თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი­. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად­ თავადვე უნდა იბრძოლოს... მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეო­ბის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს "ამბროლაურის გზა" ასრულებს... სავარაუდ­ოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში­ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციი­დან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული­ კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია. ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდე­რს­ "ჯავახ ავტოგზა" იგებს. - ალბათ, მუნიციპალიტეტებში გამოც­ხადე­ბულ ტენდერებში მუდმივად ერთი კომპანია ადგილ­ობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ გაიმარჯვებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებული. მაგალითად, ბორჯომში ყველა ტენდერს კომპანია­ "მშენებელი" იგებს და როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგი­ლობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვა­­ლიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია­ "მშენებელს" გადაულოცა... - ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავს­ი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება.­ - თუ ტენდერში დაჩაგრული კომპანიებისგან­ ინფ­ორმაცია მომავალშიც ვერ მიიღეთ, გამოდის, ალტერნატიული მექანიზმი არ გაგაჩნიათ და დარღვევები გაგრძელდება? - ასე იქნება მანამ, სანამ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე არ იგრძნობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითა­რება გამოვ­ასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც­ განვახორციელე - გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად,­ ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც­ სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას­ ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს­ შევადაროთ. არც მაღალკვალიფიციური საზედამხედველო სამსახურები გვყავს, ამიტომ­ საკითხს პრინციპულად ვერ უდგებიან... - ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ.­ - ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპ­ირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის­ მოადგი­ლეს შორის აუცილებელი ურთიე­რთგაგების­ დონეს მაინც მივაღწიეთ. შავლ­იაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ. სამინისტ­როში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალ­გაზრდები გამოცდილებით შევავსო. არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვ­ი­ლი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვი­ცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუ­შ­ა­ობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარ­მატებული მინისტრია. - აჟიოტაჟი მოჰყვა სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თქვენეულ შეფასებასაც, როცა მათ "ნაციონალებისგან" მოსყიდულები უწოდეთ. - ეს პირადი საუბარი იყო, არ ვიცოდი,­ თუ ჟურნალისტი ამას ინტერვიუდ გამოიყენ­ებდა, თანაც ფაქტების არევაც მოხდა - მე "ნაცმოძრაობის" მმართვ­ელობის დროს საქარ­თველოში მყოფ მსოფლიო სავალუტო ფონდ­ის წარმომადგენლებზე ვისაუბრე, რომლებ­საც­ "ქართუ ბანკში" მაშინ არსებული დარღვე­ვების შესახებ რეაგ­ირება არ მოუხდენ­იათ. დღეს მათთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს და შესაბამისად, არც სავალუტო ფონდის საქმიანობის შეფასების უფლება მაქვს. ამირან გიგუაშვილი, ორგანიზაცია "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარე: - პერიოდულად, გამგებლებს, გუბერნატორებს­ და საერთოდ, მაღალჩინოსნებს, მთავრობის ხელმძღვანელისგან "ცივი შხაპი" სჭირდებათ. ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რაიონებში,­ ინერტულობის შეგრძნება მძაფ­რდება, რადგან იქაური ხელმძღვანელები ხშირად უუნარობას იჩენენ და დაკისრებ­ულ მოვალეობას არ ასრულებენ, უფუნქციო გუბერნატორები და გამგებლები კი საზოგადოების სერიოზულ პრობლემად იქცა. საზოგადო­ებაში ინოვაციურ­ობისა და მოძრაობის ნაკლ­ები შეგრძნებაა, რადგან გამგებლები გადაწყვეტ­ილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ და მუდმივად ვიღაცის დავალების მოლოდინში­ არიან. უმეტესად მხოლოდ შტატების გაბერვითა და საეჭვო ხელშეკრულებების გაფორ­მებით არიან დაკავებული. მსგავსი უძრაობა, როგორც წესი, მაღალჩინოსანს კანონის დარღვევისკენ უბიძგებს. ამიტომ მთავრობამ რეგიონებში კონტროლი მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს!
– სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ კანონმდებ­ლობაში არსად არის მითითებული, რომ ჩვენ გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინა­ობით უნდა დავინტერესდეთ. კანონი არც იმას გვავალდებულ­ებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწი­ფო მოხელეების ინტერეს­ები ვიკვლიოთ – ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამ­უშაოს ხარისხიანად შესრულებაა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინის­ტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა­ საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს,

მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება.

– სწორედ ფორმალური მხარის მიღმა ჩნდება­ მწვავე კითხვები. მაგალითად, უკვე ტენდენციად იქცა, რომ რეგიონებში ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ.
– გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში­ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს­ არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპ­ანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო…

– ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი უწყება საზოგა­დოებაში საკმარისი ნდობით არ სარგებლობს?
– თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი­. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად­ თავადვე უნდა იბრძოლოს… მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეო­ბის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს “ამბროლაურის გზა” ასრულებს…

სავარაუდ­ოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში­ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციი­დან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული­ კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია.
ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდე­რს­ “ჯავახ ავტოგზა” იგებს.

– ალბათ, მუნიციპალიტეტებში გამოც­ხადე­ბულ ტენდერებში მუდმივად ერთი კომპანია ადგილ­ობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ გაიმარჯვებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებული. მაგალითად, ბორჯომში ყველა ტენდერს კომპანია­ “მშენებელი” იგებს და როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგი­ლობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვა­­ლიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია­ “მშენებელს” გადაულოცა…
– ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავს­ი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება.­

– თუ ტენდერში დაჩაგრული კომპანიებისგან­ ინფ­ორმაცია მომავალშიც ვერ მიიღეთ, გამოდის, ალტერნატიული მექანიზმი არ გაგაჩნიათ და დარღვევები გაგრძელდება?
– ასე იქნება მანამ, სანამ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე არ იგრძნობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითა­რება გამოვ­ასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც­ განვახორციელე – გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად,­ ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც­ სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას­ ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს­ შევადაროთ.

არც მაღალკვალიფიციური საზედამხედველო სამსახურები გვყავს, ამიტომ­ საკითხს პრინციპულად ვერ უდგებიან…

– ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ.­
– ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპ­ირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის­ მოადგი­ლეს შორის აუცილებელი ურთიე­რთგაგების­ დონეს მაინც მივაღწიეთ. შავლ­იაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ.სამინისტ­როში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალ­გაზრდები გამოცდილებით შევავსო.არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვ­ი­ლი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვი­ცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუ­შ­ა­ობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარ­მატებული მინისტრია.

– აჟიოტაჟი მოჰყვა სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თქვენეულ შეფასებასაც, როცა მათ “ნაციონალებისგან” მოსყიდულები უწოდეთ.
– ეს პირადი საუბარი იყო, არ ვიცოდი,­ თუ ჟურნალისტი ამას ინტერვიუდ გამოიყენ­ებდა, თანაც ფაქტების არევაც მოხდა – მე “ნაცმოძრაობის” მმართვ­ელობის დროს საქარ­თველოში მყოფ მსოფლიო სავალუტო ფონდ­ის წარმომადგენლებზე ვისაუბრე, რომლებ­საც­ “ქართუ ბანკში” მაშინ არსებული დარღვე­ვების შესახებ რეაგ­ირება არ მოუხდენ­იათ. დღეს მათთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს და შესაბამისად, არც სავალუტო ფონდის საქმიანობის შეფასების უფლება მაქვს.

ამირან გიგუაშვილი, ორგანიზაცია “პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე:
– პერიოდულად, გამგებლებს, გუბერნატორებს­ და საერთოდ, მაღალჩინოსნებს, მთავრობის ხელმძღვანელისგან “ცივი შხაპი” სჭირდებათ.

ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რაიონებში,­ ინერტულობის შეგრძნება მძაფ­რდება, რადგან იქაური ხელმძღვანელები ხშირად უუნარობას იჩენენ და დაკისრებ­ულ მოვალეობას არ ასრულებენ, უფუნქციო გუბერნატორები და გამგებლები კი საზოგადოების სერიოზულ პრობლემად იქცა. საზოგადო­ებაში ინოვაციურ­ობისა და მოძრაობის ნაკლ­ები შეგრძნებაა, რადგან გამგებლები გადაწყვეტ­ილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ და მუდმივად ვიღაცის დავალების მოლოდინში­ არიან. უმეტესად მხოლოდ შტატების გაბერვითა და საეჭვო ხელშეკრულებების გაფორ­მებით არიან დაკავებული.

მსგავსი უძრაობა, როგორც წესი, მაღალჩინოსანს კანონის დარღვევისკენ უბიძგებს. ამიტომ მთავრობამ რეგიონებში კონტროლი მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს!

“კვირის პალიტრა”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 9, 2015 19:12

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics