გალში სასკოლო პროგრამა სექტემბრიდან აფხაზურ სტანდარტებზე გადადის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 18:08

გალში სასკოლო პროგრამა სექტემბრიდან აფხაზურ სტანდარტებზე გადადის

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივიგალის რაიონის ქვედა ზონის სავალდებულო სასკოლო პროგრამა სექტემბრიდან აფხაზურ სტანდარტებზე გადადის. ამის გამო დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადება მიმდინარეობს.
აფხაზეთის დეფაქტო განათლების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი გვარამიას თქმით, გალის რაიონის მასწავლებლებისთვის რთული იქნება დაწყებითი პროგრამის რუსულ ენაზე ჩატარება. სასწავლო პროგრამას მეოთხედან მე-11 კლასების ჩათვლით ასევე დაემატა აფხაზური ენა და ლიტერატურა.
«ეს ზომები იმით არის გამოწვეული, რომ განათლების პროგრამა, რასაც გალის რაიონის სკოლები გადიოდნენ, აფხაზურ განათლების სტანდარტებში ვერ ჯდებოდა, რამაც მისი შეცვლის აუცილებლობა გამოიწვია. გადაწყვეტილების მიღებისას რეგიონის მცხოვრებთა ინტერესებიც იქნა მხედველობაში მიღებული. რადგანაც ბევრი მათგანისთვის მშობლიური ენა მეგრულია, ქართულ ენაზე სწავლა მხოლოდ ართუელბდა სწავლის პროცესს» – ამბობს გვარამია და ხაზი გაუსვა, რომ გალის რაიონის სკოლებში სწავლა აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის განათლების სისტემის სტანდარტების გათვალისწინებით იქნება უზრუნველყოფილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 18:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,594
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics