გალში საკადრო წმენდა მიმდინარეობს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 7, 2015 15:48

გალში საკადრო წმენდა მიმდინარეობს

გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა, გალის ახალი ადმინისრაციისაგან ისევ შევიწროებას განიცდის…

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ამ წუთებში გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში ელოდებიან გალის რაიონის ე.წ გამგებელს თემურ ნადარაიას. ნადარაია ბოლო დროს სოფლებში ატარებს კრებებს და ათავისფლებს ანქვაბის და ბაღაფშის დროს დანიშნულ გამგებლებს. გუშინ მან კრება ჩაატარა სოფელ ფიჩორში და ამ სოფლის გამგებელი ზურაბ ქიშმარია გაანთავისუფლა გამგებლის თანამდებობიდან. ცნობისთვის ზურაბ ქიშმარია არის გალის ყოფილი დე-ფაქტო გამგებლის რუსლან ქიშმარიას ბიძაშვილი, ეროვნებით ქართველი, რომელიც ქიშმარიებმა გაზარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ქიშმარია არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელმაც ფეხი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა.

ქვემო ბარღების გარდა ქიშმარიას კადრებად მოიაზრებიან გალი რაიონის დაბალი ზონის სოფლის გამგებლები. როგორც ამბობენ გალის რაიონი ქიშამარიას კადრებისაგან უნდა განთავისუფლდეს. რაც შეეხება სოფელ ფიჩორის გამგებელს, ის ნადარაიმ იმიტომ გაანთავისუფლა, რომ მისი სოფლის მოსახლეობა არ იხდიდა მიწის გადასახადს.  ფიჩორის გამგებელს  ნადარაიასთან შელაპარაკება მოუვიდა… მან ნადარაიას განუცხადა, რომ მოსახლეობას არააქვს საშუალება მიწის გადასახდი გადაიხადოს, მითუმეტეს რომ ეს ტერიტორია არ იძლევა შემოსავლს, რადგან იქ არაფერია დარგული თუ დამუშავებული…. ამის გამო სოფლის გამგებელი ადგილზევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანდებობიდან.

,,თაიმერის,, წყაროს ინფორმაციით,  ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება დღეს პირველ ოტობაიაში გამართული კრების შემდგომ… თუმცა ცნობილია, რომ დე-ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია ცდილობს თავისი პირადი კადრებით ჩაანაცვლოს ქიშმარიას, ანქვაბისა და ბაღაფშის დროს დანიშნული გამგებლები და გაზარდოს მიწის გადასახი.

TIMER-AA

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 7, 2015 15:48

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics