
მინისტრის ცნობით, ოპერაციის ჩატარება გადაწყდა მას შემდეგ, რაც გალის რაიონში ბანდიტების მიერ, გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებულმა ერთმა მოქალაქემ (რომლის ვინაობა არ სახელდება) გაქცევა მოახერხა და პოლიციას ბანდიტების ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინა. ,,გამომდინარე იქიდან, რომ ბანდიტების ადგილსამყოფელი, სასაზღვრო ზოლთან ახლოს მდებარეობდა, ჩატარდა ერთობლივი ოპერაცია და აფხაზურ სპეცრაზმთან ერთად ოპერაციაში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო ქვედანაყოფიც ჩაერთო,, აცხადებს მინისტრი. მისივე თქმით, დაღუპული ბანდიტების ვინაობა დაგენილია და ისინი აფხაზური სამართალდამცავების მიერ ადრე ძებნილი პირები აღმოჩნდენენ.

















